2012 წლის 21 ოქტომბერი 2012 წლის 21 ოქტომბერი 2012 წლის 21 ოქტომბერი بعثه مقام معظم رهبری در گپ بعثه مقام معظم رهبری در سروش بعثه مقام معظم رهبری در بله
2012 წლის 21 ოქტომბერი 2012 წლის 21 ოქტომბერი 2012 წლის 21 ოქტომბერი 2012 წლის 21 ოქტომბერი 2012 წლის 21 ოქტომბერი

2012 წლის 21 ოქტომბერი

Իսլամական հեղափոխության մեծահարգ առաջնորդի ուղերձը რევოლუციის ლიდერის მიმართვა " არაფეს" დღესთან დაკავშირებით  ისლამური რევოლუციის წინამძღოლმა მისმა უწმიდესობა აიათოლა ხამენეიმ არაფეს დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში ბრძანა: მტრები

Իսլամական հեղափոխության մեծահարգ առաջնորդի ուղերձը

რევოლუციის ლიდერის მიმართვა " არაფეს" დღესთან დაკავშირებით

 ისლამური რევოლუციის წინამძღოლმა მისმა უწმიდესობა აიათოლა ხამენეიმ არაფეს დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში ბრძანა: მტრები რეგიონში თავიანთ ქომაგთა დახმარებით სირიაში კრიზის ქმნიან და მსოფლიოს ხალხების ყურადღება თავიანთ ქვეყნებში მომხდარი მნიშვნელოვან მოვლენებსა და მათდამი მოსალოდნელ საშიშროებას მოსწყვიტონ და მათ მიერვე შექმნილ სისხლიან ტრაგედიაზე მიაპყრონ.
მიმართვის სრული ტექსტი ასეთია:
კვლავ მოახლოვდა ღვთიური წყალობით აღსავსე ჰაჯის ცერემონია და ამ ნათელ რიტუალზე დამსწრე ბედნიერი ადამიანები კიდევ ერთხელ გახდნენ ღვთიური წყალობის მოზიარენი. აქ დრო და ადგილი თქვენ , ჰაჯის თითოეულ მომლოცველს სულიერი და მორალური ამაღლებისკენ მოგიწოდებთ. აქ მულიმი ქალები და მამაკაცები მთელი გულითა და ენით ეხმაურება დიდებული უფლის ჭეშმარიტებისკენ მოწოდებას. აქ ყველას ეძლევა შესაძლებლობა , რომ ერთმანეთს ძმობა, ერთსულოვნება და მოწიწება აჩვენოს. აქ ერთგვარი აღმზრდელობითი ბანაკია , უფრო მეტიც მულიმი ხალხების ერთიანობის, სიდიადისა და მრავალფეროვნების გამოფენაა, სატანსა და ტირანიისადმი ბრძოლის ბანაკი. ეს ადგილი უფალმა იმისთვის შეარჩია, რომ მორწმუნეებმა საკუთარი ინტერესები შეიცნონ და როდესაც ადამიანები ბრძნული თვალით შეხედავენ სამყაროს ეს ღვთიური დაპირება ჩვენს საზოგადოებრივ და ინდივიდაულურ ყოფას სრულად მოიცავს. ჰაჯის რიტუალის ლოზუნგის განსაკუთრებულება ამქვეყნიური და იმქვეყნიური ცხოვრების, ასევე პიროვნებისა და საზოგადოების ზედმიწევნით შეცნობაში გამოიხატება. ბრწყინვალე და შეულამაზებელი ქაბა , ერთი საერთო ღერძის გარშემო ხალხთა გულებისა და სხეულთა გარშემოვლა , დასაწყისსა და დასასრულს შორის მოწესრიგებულ და გამუდმებულ მცდელობას წარმოაჩენს, რომელიც არაფათის დღეზე დამსწრე გულებს ამ დიად , უბადლო ადგილას გასაკუთრებულ ბრწყინვალებას სძენს. სატანის განსახიერებისადმი შებრძოლებისათვის ადამიანთა საყოველთაო სწრაფვა , რომლებიც სამყაროს ყველა კუთხიდან და ყველა რასიდან არიან მთელ ამ საიდუმლობებით აღსავსე და მრავალმნიშვნელოვან ცერემონიას ადამიანთა წარმართვისათვის განსაკუთრებულ თავისებურებებს ანიჭებს.
სწორედ ასეთი ცერემონიები აახლოებს ადამიანთა გულებს უფალთან და გულის სიღრმეში ძლიერ შუქსა და ნათელ რწმენას უსახავს მათ , ამასთან ადამიანს თავისი პირადი მედან გამოიყვანს და მრავალფეროვან ისლამურ საზოგადოებაში შეუძღვება.
გარდა ამისა ცოდვებისგან დაბინძურებული სხეულის დასაცავად თავმდაბლობით შეიმოსება , ისევე როგორც სატანისა და ტირანიისადმი მებრძოლ სულისკვეთებას აძლიერებს მასში. სწორედ აქ იხილავს ჰაჯის მომლოცველი ისლამური თემის სიდიადესა და მასშტაბურობას და მის ძალაშიც რწმუნდება, ამასთან მომავლის იმედით ივსება , საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობს და თუკი უფლის წყალობასა და დახმარებას იგრძნობს , დიდებულ მოციქულსა და ისლამთან ხელმეორედ შერწყმის საგანი ხდება , ისევე როგორც საკუთარი თავისა და ისლამური თემის გამოსწორების ძალას აღმოაჩენს ისლამში. ეს ორი– საკუთარი თავისა და ისლამური თემის გამოსწორება ამოუწურავი საკითხია . ამის განხორციელება კი ღრმად მოაზროვნე, ბრძენი ,გონიერი და რელიგიური ვალდებულებების მქონე ხალხისათვის არც თუ ისე რთულია. საკუთარი თავის გამოსწორება სატანური ცდუნებებისადმი შეწინააღმდეგებითა და ცოდვებისგან თავშეკავებით , ხოლო ისლამური თემის გამოსწორება კი მტრისა და მისი გეგმების შეცნობითა და მათი დარტყმების გაუვნებელყოფით იწყება და მუსლიმ ხალხთა სულიერი და სიტყვიერი შეკავშირებით სრულდება.
დღევანდელ ეპოქაში ისლამური სამყაროს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა , რომელიც უშუალოდ არის გადაჯაჭვული მუსლიმი ხალხების ბედიღბალთან , ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მომხდარი რევოლუციური მოვლენებია, რომლებსაც დღემდე ამერიკისა და მისი მხარდამჭერი სიონისტებისადმი მორჩილი რამდენიმე უზნეო რეჟიმის ლიკვიდაცია მოჰყვა და არაერთი მსგავსი რეჟიმი კი შეარყია. და თუკი მუსლიმები ამ დიად შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებენ და მას ისლამური თემის გამოსწორებისთვის არ გამოიყენებენ ამით დიდად იზარალებენ. დღეს დიქტატორი ჩამრევლური ძალების მთელი მცდელობა უდიდესი ისლამური მოძრაობების სწორი გზიდან აცდენის მიზნითაა მიმართული. ამ დიადი მოძრაობების დროს მუსლიმი ქალები და მამაკაცები ამერიკის ბატონობისა და დიქტატორ მმართველთა ჩაგვრას შეეწინააღმდეგა , რამდენადაც შტატები სიონისტურ რეჟიმს სხვა ხალხების დამცირებაში უსიტყვოდ დაუდგა გვერდზე. მათ ამ სიკვდილ–სიცოცხლის ბრძოლაში გადარჩენის ფაქტორად ისლამი და მისი სასიცოცხლო ლოზუნგები მიიჩნიეს , რაც საკმაოდ ხმამაღლა განაცხადეს. ამასთან მათ დაუცველი პალესტინელი ხალხის დაცვა და ოკუპანტი რეჟიმისადმი ბრძოლა თავიანთ მთავარ მოთხოვნად დაასახელეს.
მათ მეგობრობის ხელი გაუწოდეს მუსლიმ ერებს და მუსლიმი თემის შეკავშირების საკითხი დააყენეს. ეს ,გასული ორი წლის მანძილზე იმ ქვეყნების ხალხების ამბოხებათა უმთავრესი საფუძველი იყო, რომელთაც თავისუფლებისა და რეფორმაციის დროშა აღმართეს და მთელი არსებით ჩაერთვნენ რევოლუციურ პროცესებში. და სწორედ ეს ფაქტორები განამტკიცებს უდიდესი ისლამური თემის საფუძვლებს. ამ პრინციპის ზედმიწევნით დაცვა კი აღნიშნულ ქვეყნებში სახალხო აჯანყებების საბოლოო გამარჯვების საწინდარი გახდება. მტერი სწორედ ძირეული საფუძვლების შერყევას ესწრავის. ამერიკის, ნატოსა და სიონიზმის უზნეო კატეგორია არსებული გაუგებრობებისა და ზედაპირულობის გამოყენების გზით ცდილობს მუსლიმი ახალგაზრდობის სიმშვიდისაკენ მისასვლელი მოძრაობა გზას ააცდინოს და მათ ისლამის სახელით ერთმანეთს უპირისპირებენ, ხოლო ანტიდიქტატორულ და ანტისიონისტურ ბრძოლებს ისლამურ სამყაროში ქუჩაში ტერორიზმთან წინააღმდეგობასთან აიგივებენ, რომ მუსლიმებმა ერთმანეთის სისხლში გაისვარონ ხელი , ხოლო ისლამის მტრებმა კი ჩიხს დააღწიონ თავი და ისლამისა და მუსლიმი მებრძოლების იმიჯი შელახონ. მას შემდეგ , რაც მათ ისლამისა და მისი ლოზუნგების ლიკვიდაციის იმედი დაეკარგათ ისლამური სექტების ურთიერთდაპირისპირებას მიჰყვეს ხელი და შიიზმისა და სონიზმისადმი შიშის ინტრიგით ისლამური თემის შეკავშირებას უშლიან ხელს.
ისინი რეგიონში თავიანთი წრეების დახმარებით სირიაში კრიზისს ქმნიან რათა ხალხთა ყურადღება თავიანთ ქვეყნებში არსებულ მნიშვნელოვან მოვლენებსა და მათგან მოსალოდნელ საშიშროებებს მოსწყვიტონ და მათ მიერვე დაწყებულ სისხლიან გარჩევებზე გადაიტანონ. სირიაში სამოქალაქო ომი და მუსლიმი ახალგაზრდობის მიერ ერთმანეთის დახოცვა ის დანაშაულია, რომელიც ამერიკამ და სიონიზმმა მთდამი მორჩილი მთავრობების ხელით წამოიწყო და ამჟამად მის ცეცხლში იწვება. ვინ დაიჯერებს იმას, რომ ეგვიპტეში, ტუნისსა და ლიბიაში შავბნელი დიქტატორების მფარველი მთავრობები ამჟამად სირიელი ხალხის დემოკრატიის დამცველებად იქცნენ ?
სირიის მოვლენები იმ ხელისუფლებისადმი სამაგიეროს გადახდის მცდელობაა, რომელიც სამი ათეული წლის განმავლობაში მარტოდ ებრძოდა ოკუპანტ სიონისტებს და პალესტინასა და ლიბანში წინააღმდეგობრივ ჯგუფებს იცავდა. ჩვენ სირიელი ხალხის მომხრე და ამ ქვეყანაში ნებისმიერი გარეშე ძალების ჩარევისა და პროვოკაციის წინააღმდეგი ვართ. ამ ქვეყანაში ნებისმიერი რეფორმა თავად სირიელი ხალხის მიერ სავსებით ეროვნული მეთოდებით უნდა განხორციელდეს. ის ფაქტი, რომ მორჩილი რეგიონალური მთავრობების დახმარებით საერთაშორისო დიქტატურა ამა თუ იმ ქვეყანაში გარკვეული საბაბით კრიზისებს ქმნის და შექმნილ კრიზისს ამ ქვეყანაში ნებისმიერი დანაშაულის ჩადენას გამართლებულად მიიჩნევენ , სერიოზული საფრთხეს წარმოადგენს და თუ რეგიონის მთავრობები ამას არ მიხედავენ თავად გახდებიან დიქტატურის მორიგი მსხვერპლი.
ძმებო და დებო ჰაჯის ცერემონია ისლამურ სამყაროში შერიგების მნიშვნელოვან მომენტად ითვლება . რეგიონის რევოლუციათა ბედი და ამ რევოლუციათა გამო დაზიანებული ძალების მიერ მათი გადაცდომის მიზნით მიმართული მცდელობები სწორედ ასეთ საკითხთა რიცხვს განეკუთვნება. მუსლიმებს შორის უთანხმოების ჩამოგდებისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოკავშირე ქვეყნებს შორის დაძაბულობის შექმნის მიზნით შემუშავებული მზაკვრული გეგმები პალესტინის პრობლემა და პალესტინის ჯიჰადის ჩახშობისა და მებრძოლთა იზოლაციის მცდელობა დასავლური მთავრობების ანტიისლამური პროპაგანდა და მათი მხარდაჭერა ისლამის უნეტარესი მოციქულის წმინდა მუჰამედის პიროვნებისადმი მათი შეურაცხყოფა , სამოქალაქო ომებისა და გარკვეული ისლამური ქვეყნების დანაწევრებისათვის ხელსაყრელი ნიდაგის მომზადება რევოლუციური ხალხებისა და მთავრობების დაშინება და იმ აზრის გავრცელება , რომ მათი მომავალი ოკუპანტებისადმი მათ დამორჩილებას უკავშირდება ...ამასთან სხვა მსგავსი მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო საკითხები იმ აქტუალურ პრობლემებს განეკუთვნება , რომლებიც ჰაჯის ცერემონიაზე , თქვენი მლოცველთა ერთსულოვნების წყალობით უნდა მოგვარდეს.
ეჭვგარეშეა უფლის წინამძღოლობა და დახმარება ჯანსაღ და უსაფრთხო გზებს უჩვენებს მორწმუნეებს.
სეიედ ალი ხამენეი
2012 წლის 21 ოქტომბერი

 


| شناسه مطلب: 11458







نظرات کاربران